Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

არასრულწლოვანის პირველი პასპორტი

არასრულწლოვანის პირველი პასპორტი!

თხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, თან იქონიოთ ასლები! 

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საკონსულოში წარდგენა. (მატერიალური სახით, ამობეჭდილი).

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა. დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი)

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მომსახურების მიმღები მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.

თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა (რამოდენიმე მომსახურების მიღების შემთხვევაში, თანხები არ დააჯამოთ).

ანგარიშის ნომერია:

IBAN: DE89100700000063405500 Deutsche Bank

Berlin BIC: DEUTDEBBXXX

Konto Inh. Botschaft von Georgien

Deutsche Bank Berlin

მშობელი საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:

1)    დაბადების მოწმობა, აპოსტილით დამოწმებული, თარგმნილი ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებული აპოსტილით. იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური უწყების მიერ გაცემულია საერთაშორისო დაბადების მოწმობა (მრავალ ენოვანი, მათ შორის ინგლისური ჩანაწერით), თარგმანის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, მხოლოდ ორიგინალი საერთაშორისო დაბადების მოწმობა, დამოწმებული აპოსტილით;

2)    12 წლამდე არასრუწლოვნის შემთხვევაში, ფოტოსურათი 3/4. 

3)    არასრუწლოვნის პასპორტის საფასურის (24.39 ევრო) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (მატერიალური სახით, ამობეჭდილი);

4)    16 წლამდე ბავშვის შემთხვევაში, ორივე მშობლის და ბავშვის გამოცხადება სავალდებულოა. თან უნდა იქონიონ პირადობის ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. 16 წლიდან საკმარისია ერთი მშობლის და ბავშვის გამოცხადება.

5)    იმ შემთხვევაში, თუ მეორე მშობლის საკონსულოში გამოცხადება ვერ ხერხდება, მას შეუძლია, საკონსულოში ერთ-ერთი მშობლის მიერ განცხადების შეტანიდან მეორე დღეს თანხმობა გამოხატოს ონლაინ იუსტიციის სახლში +995 322 410 410, www.sda.gov.ge.

6)    არასრუწლოვნის გამოცხადება სავალდებულოა 9 წლის ასაკიდან;

7)    დაკარგული პასპორტის აღსაღდგენად, თუ ის განცხადების გაკეთების დროს ჯერ კიდევ მოქმედია, საჭიროა ცნობა პოლიციიდან პასპორტის დაკარგვის შესახებ, სადაც მითითებული იქნება დაკარგული პასპორტის ნომერი. თუ ცნობა გაცემულია გერმანულ ენაზე, აუცილებელია მისი ნოტარიული თარგმანი ინგლისურ ან ქართულ ენაზე.

8)    იმ შემთხვევაში, თუ გინდათ დამზადებული პასპორტი საკონსულომ გამოგიგზავნოთ ფოსტის მეშვეობით, თან უნდა იქონიოთ ერთი კონვერტი, მარკირებული, რომელსაც ეწერება თქვენი მისამართი (მარკების ოდენობა საკმარისი უნდა იყოს დაზღვეული კონვერტის გამოსაგზავნად - 4.15 ევრო).

პასპორტი გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში;

მომსახურების გაწევა ხდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. პირველადი პასპორტის მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობაა საქართველოს მოქალაქისათვის პირადი ნომრის მინიჭება. პირადი ნომრის მინიჭება წარმოადგენს ცალკე მომსახურებას, რის გამოც სავალდებულოა ერთი და იმავე დღეს გქონდეთ ორი ვიზიტი (ერთი რეგისტრაციისათვის-პირადი ნომრის მინიჭება, ხოლო მეორე - პასპორტისათვის). საკონსულოში ვიზიტის ასაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ;

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.