განმეორებითი სამოქალაქო აქტების გაცემა
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
განმეორებითი სამოქალაქო აქტების (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, განქორწინების მოწმობა და ა.შ.) გაცემის მიზნით გთხოვთ მიმართეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს და წარმოადგინეთ:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის ელექტრონული მოწმობა);
2. გასაცემი სამოქალაქო აქტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
3. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამობეჭდილი სახით). საფასური შეადგენს 19.51 ევროს;
4. იმ შემთხვევაში, თუ გინდათ დამზადებული მოწმობა საკონსულომ გამოგიგზავნოთ ფოსტის მეშვეობით, თან უნდა იქონიოთ ერთი კონვერტი, მარკირებული, რომელსაც ეწერება თქვენი მისამართი (მარკების ოდენობა საკმარისი უნდა იყოს დაზღვეული კონვერტის გამოსაგზავნად - 4.15 ევრო);
ანგარიშის ნომერია:
• IBAN: DE89100700000063405500 DEUTSCHE BANK
• BERLIN BIC: DEUTDEBBXXX
• KONTO INH. BOTSCHAFT VON GEORGIEN
• DEUTSCHE BANK BERLIN
მოწმობის გაცემა ხდება განცხადების შემოტანიდან 10 დღის ვადაში.
მომსახურების გაწევა ხდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. საკონსულოში ვიზიტის ასაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.