აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი
გერმანიაში მიმდინარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი "შავნაბადა", ლიზა ბაგრატიონთან ერთად ბერლინის, ჰამბურგისა და მიუნხენის მნიშვნელოვან მუსიკალურ სივრცეებში გერმანელი მსმენელის წინაშე ქართულ მუსიკალურ ტრადიციას წარადგენს.
პირველმა კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ქართული მუსიკის კონცერტებს ესწრებიან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
