პირადობის ელექტრონული მოწმობის განახლება
პირადობის ელექტრონული მოწმობის განახლება!
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, თან იქონიოთ ასლები!
საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საკონსულოში წარდგენა. (მატერიალური სახით, ამობეჭდილი).
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა. დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი)
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მომსახურების მიმღები მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდს ერთი გადმორიცხვა (რამოდენიმე მომსახურების მიღების შემთხვევაში, თანხები არ დააჯამოთ).
ანგარიშის ნომერია:
IBAN: DE89100700000063405500 Deutsche Bank
Berlin BIC: DEUTDEBBXXX
Konto Inh. Botschaft von Georgien
Deutsche Bank Berlin
მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:
1. პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის (29,27 ევრო) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (მატერიალური სახით, ამობეჭდილი).
2. იმ შემთხვევაში, თუ გინდათ დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობა საკონსულომ გამოგიგზავნოთ ფოსტის მეშვეობით, თან უნდა იქონიოთ ერთი კონვერტი, მარკირებული, რომელსაც ეწერება თქვენი მისამართი (მარკების ოდენობა საკმარისი უნდა იყოს დაზღვეული კონვერტის გამოსაგზავნად - 4.15 ევრო).
პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში;
მომსახურების გაწევა ხდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. საკონსულოში ვიზიტის ასაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ;
პირადიბის ელექტრონული მოწმობა საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მიიღოს სახლიდან გაუსვლელად. დაუკავშირდით იუსტიციის სახლს, ჩააბარრთ ონალინ განცხადება და მიიღეთ პირადობა გერმანიაში ფოსტით (+995 322 410 410, www.sda.gov.ge);
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.