Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით შესაძლებელია მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.

 

საკონსულოში ვიზიტის მისაღებად, გთხოვთ მიყვეთ ბმულს : https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit 

 

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ  შემდეგი დოკუმენტები:

1.       დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადებ;

2.       ფოტოსურათიზომით 3X4;

3.       უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ასლი;

4.      არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი. იმ შემთხვევაში, თუ პირი დაბადებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, დაბადების მოწმობა უნდა დამოწმებულ იქნეს აპოსტილის ბეჭდით, შემდეგ ითარგმნოს ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნეს ასევე აპოსტილის ბეჭდით.

5.   არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო სამსახურში ცხადდება არასრულწლოვანის მხოლოდ ერთი მშობელი, საჭიროა მეორე მშობლის ნოტარიალური თანხმობა არასრულწლოვანი შვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დამოწმდეს აპოსტილის ბეჭდით, ითარგმნოს ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ იქნეს ასევე აპოსტილის ბეჭდით.

7.  სავალდებულოა მომსახურების საფასურის გადახდა, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს საქართველოში ნებისმიერ იუსტიციის სახლში (საკონსულოში გამოცხადების შემდეგ, ნებისმიერ მესამე პირს შეუძლია გადაგიხადოთ საქართველოში).

8.   14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების განცხადების განხილვისათვის აუცილებელია მისი წერილობითი თანხმობა. ამისთვის ის უნდა გამოცხადდეს საკონსულო სამსახურში განცხადების ჩაბარების დროს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.