Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა არასრულწლოვანისთვის

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა არასრულწლოვანისთვის!

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში შეავსეთ თანდართული ანკეტა და დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები:

1.    დაბადების მოწმობა:

1.    საქართველოში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი;

2.    გერმანიაში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით;

2.    მშობლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

3.    1 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი 3/4;

4.    საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში, საჭიროა ერთი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე პირადობის მოწმობით ან პასპორტით გამოცხადდეს საკონსულოში და დაადასტუროს ბავშვის ფოტოიდენტურობა;

5.  იმ შემთხვევაში, თუ გინდათ დამზადებული დასაბრუნებელი მოწმობა საკონსულომ გამოგიგზავნოთ ფოსტის მეშვეობით, უნდა წამოადგინოთ ერთი კონვერტი, მარკირებული, რომელსაც ეწერება თქვენი მისამართი (მარკების ოდენობა საკმარისი უნდა იყოს დაზღვეული კონვერტის გამოსაგზავნად - 4.15 ევრო).


საკონსულოში გამოცხადების შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთი მშობლის გამოცხადება:

1.    დაბადების მოწმობა:

ა. საქართველოში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი;

ბ. გერმანიაში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით;

2.       მშობლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

3.    1 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი 3/4;

არასრუწლოვნისათვის დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა უფასოა.

საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნ შემდეგ მისამართზე:

Rauchstrasse 11

10787 Berlin

Botschaft von Georgien

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.