Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი

გერმანიაში მიმდინარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი "შავნაბადა", ლიზა ბაგრატიონთან ერთად ბერლინის, ჰამბურგისა და მიუნხენის მნიშვნელოვან მუსიკალურ სივრცეებში გერმანელი მსმენელის წინაშე ქართულ მუსიკალურ ტრადიციას წარადგენს.
პირველმა კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ქართული მუსიკის კონცერტებს ესწრებიან  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.