Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს საელჩოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.

საკონსულოში ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ მიყვეთ ბმულს: https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit

საჭირო საბუთების ჩაბარებამდე, აუცილებელია ჯერ საკონსულოში გამოცხადება ტესტების ჩასაბარებლად ქართულ ენაში. ტესტების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

 

ტესტების ჩაბარების მიზნით, გთხოვთ თან იქონიოთ:

  • საზღვარგარეთის პასპორტი;
  • 1 ფოტო სურათი;

ქართულ ენაში ტესტების ჩაბარების შემდეგ, საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

 

1.  შევსებულ დადგენილი ფორმის განცხადება-ანკეტა;

2.  ფოტოსურათი – ზომით 3X4;

3.  უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი;

4.  სავალდებულოა მომსახურების საფასურის გადახდა, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს საქართველოში ნებისმიერ იუსტიციის სახლში (საკონსულოში გამოცხადების შემდეგ, ნებისმიერ მესამე პირს შეუძლია გადაგიხადოთ საქართველოში).

მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ პირადად.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.