სრულწლოვანის პასპორტის განახლება
სრულწლოვანის პასპორტის განახლება!
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, თან იქონიოთ ასლები!
საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საკონსულოში წარდგენა. (მატერიალური სახით, ამობეჭდილი).
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა. დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი)
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მომსახურების მიმღები მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.
თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა (რამოდენიმე მომსახურების მიღების შემთხვევაში, თანხები არ დააჯამოთ).
ანგარიშის ნომერია:
IBAN: DE89100700000063405500 Deutsche Bank
Berlin BIC: DEUTDEBBXXX
Konto Inh. Botschaft von Georgien
Deutsche Bank Berlin
მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:
1. პასპორტის საფასურის, (48.79 ევრო) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (მატერიალური სახით, ამობეჭდილი. საქართველოში დევნილის სტატუსის ქონის შემთხვევაში, პასპორტის საფასურია - 24.39 ევრო).
2. დაკარგული პასპორტის აღსაღდგენად, თუ ის განცხადების გაკეთების დროს ჯერ კიდევ მოქმედია, საჭიროა ცნობა პოლიციიდან პასპორტის დაკარგვის შესახებ, სადაც მითითებული იქნება დაკარგული პასპორტის ნომერი. თუ ცნობა გაცემულია გერმანულ ენაზე, აუცილებელია მისი ნოტარიული თარგმანი ინგლისურ ან ქართულ ენაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ გინდათ დამზადებული პასპორტი საკონსულომ გამოგიგზავნოთ ფოსტის მეშვეობით, თან უნდა იქონიოთ ერთი კონვერტი, მარკირებული, რომელსაც ეწერება თქვენი მისამართი (მარკების ოდენობა საკმარისი უნდა იყოს დაზღვეული კონვერტის გამოსაგზავნად - 4.15 ევრო).
4. გვარის შეცვლის შემთხვევაში, თუ ახალ გვარზე პირველად იღებთ პასპორტს, წარმოსადგენია გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (გვარის შეცვლის მოწმობა ან ქორწინების მოწმობა), აპოსტილით დამოწმებული, თარგმნილი ქართულ ენაზე, თარგმანიც დამოწმებული აპოსტილით.
პასპორტი გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში;
მომსახურების გაწევა ხდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. საკონსულოში ვიზიტის ასაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ;
ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის ქონის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს იუსტიციის სახლს, ონალინ ჩააბაროს განცხადება და პასპორტი გერმანიაში მიიღოს ფოსტით +995 322 410 410, www.sda.gov.ge);
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.