ცნობა მართვის მოწმობის ნამდვილობის შესახებ
საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა.
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა.
დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი.
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი (მაგ: ცნობა - სახელი/გვარი)
ანგარიშის ნომერია:
- Deutsche Bank Berlin
- IBAN: DE08100700000063405503
- BIC: DEUTDEBBXXX
- Konto Inh - Botschaft von Georgien
- Deutsche Bank Berlin
დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში:
1. ხელმოწერილი განცხადება (თანდართული);
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
3. მართვის მოწმობის ასლი;
4. საფასურის 25 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
5. იმ შემთხვევაში, თუ გინდათ დამზადებული ცნობა საკონსულომ გამოგიგზავნოთ ფოსტის მეშვეობით, თან უნდა იქონიოთ ერთი კონვერტი, მარკირებული, რომელსაც ეწერება თქვენი მისამართი (მარკების ოდენობა საკმარისი უნდა იყოს დაზღვეული კონვერტის გამოსაგზავნად - 4.15 ევრო).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცნობის გაცემისათვის საჭიროა ინფორმაციის ქართველოდან გამოთხოვა, რაც დამატებით დროს საჭიროებს.
საბუთები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
Rauchstrasse 11
10787 Berlin
Botschaft von Georgien
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.