Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

დასაბრუნებელი მოწმობა სრულწლოვანისთვის

დასაბრუნებელი მოწმობა სრულწლოვანისთვის!

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა.

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა.

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი.

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი (მაგ: დასაბრუნებელი მოწმობა - სახელი/გვარი)

ანგარიშის ნომერია:

Deutsche Bank Berlin

IBAN: DE08100700000063405503

BIC: DEUTDEBBXXX

Konto Inh - Botschaft von Georgien

Deutsche Bank Berlin

დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში:

1. შევსებული ანკეტა (თანდართული);

2.  პასპორტის, პირადობის, ან მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

3.  1 ფერადი ბიომეტრიული ფოტო 3/4;

4. საფასურის, 35 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

იმ შემთხვევაში, თუ გინდათ დამზადებული დასაბრუნებელი მოწმობა საკონსულომ გამოგიგზავნოთ ფოსტის მეშვეობით, თან უნდა იქონიოთ ერთი კონვერტი, მარკირებული, რომელსაც ეწერება თქვენი მისამართი (მარკების ოდენობა საკმარისი უნდა იყოს დაზღვეული კონვერტის გამოსაგზავნად - 4.15 ევრო).

საკონსულოში პირადად გამოცხადების შემთხვევაში:

- პასპორტის, პირადობის, ან მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

- საფასურის, 35 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

საბუთები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:

Rauchstrasse 11

10787 Berlin

Botschaft von Georgien

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.