დასაბრუნებელი მოწმობა სრულწლოვანისთვის
დასაბრუნებელი მოწმობა სრულწლოვანისთვის!
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა.
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა.
დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი.
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი (მაგ: დასაბრუნებელი მოწმობა - სახელი/გვარი)
ანგარიშის ნომერია:
Deutsche Bank Berlin
IBAN: DE08100700000063405503
BIC: DEUTDEBBXXX
Konto Inh - Botschaft von Georgien
Deutsche Bank Berlin
დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში:
1. შევსებული ანკეტა (თანდართული);
2. პასპორტის, პირადობის, ან მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
3. 1 ფერადი ბიომეტრიული ფოტო 3/4;
4. საფასურის, 35 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
იმ შემთხვევაში, თუ გინდათ დამზადებული დასაბრუნებელი მოწმობა საკონსულომ გამოგიგზავნოთ ფოსტის მეშვეობით, თან უნდა იქონიოთ ერთი კონვერტი, მარკირებული, რომელსაც ეწერება თქვენი მისამართი (მარკების ოდენობა საკმარისი უნდა იყოს დაზღვეული კონვერტის გამოსაგზავნად - 4.15 ევრო).
საკონსულოში პირადად გამოცხადების შემთხვევაში:
- პასპორტის, პირადობის, ან მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- საფასურის, 35 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
საბუთები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
Rauchstrasse 11
10787 Berlin
Botschaft von Georgien
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.