Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

განქორწინების რეგისტრაცია

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

განქორწინების რეგისტრაციისთვის მიმართეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს და წარმოადგინეთ:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (განსაქორწინებელ პირთა);
  2. ქორწინების მოწმობის ორიგინალი (არსებობის შემთხვევაში);
  3. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამობეჭდილი სახით). საფასური შეადგენს 24,39 ევროს;

ანგარიშის ნომერია:

  • IBAN: DE89100700000063405500 Deutsche Bank
  • Berlin BIC: DEUTDEBBXXX
  • Konto Inh. Botschaft von Georgien
  • Deutsche Bank Berlin

ორივე მხარის გამოცხადება საკონსულოში სავალდებულოა.

განქორწინების რეგისტრაცია ხდება განცხადების შემოტანიდან 5 დღის ვადაში.

მომსახურების გაწევა ხდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. საკონსულოში ვიზიტის ასაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ;

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.