განქორწინების რეგისტრაცია
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
განქორწინების რეგისტრაციისთვის მიმართეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს და წარმოადგინეთ:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (განსაქორწინებელ პირთა);
- ქორწინების მოწმობის ორიგინალი (არსებობის შემთხვევაში);
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამობეჭდილი სახით). საფასური შეადგენს 24,39 ევროს;
ანგარიშის ნომერია:
- IBAN: DE89100700000063405500 Deutsche Bank
- Berlin BIC: DEUTDEBBXXX
- Konto Inh. Botschaft von Georgien
- Deutsche Bank Berlin
ორივე მხარის გამოცხადება საკონსულოში სავალდებულოა.
განქორწინების რეგისტრაცია ხდება განცხადების შემოტანიდან 5 დღის ვადაში.
მომსახურების გაწევა ხდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. საკონსულოში ვიზიტის ასაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.