ქორწინების რეგისტრაცია
გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინება - ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.
საკონსულოში ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შორის.
მოწმეები შეიძლება იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ქორწინების რეგისტრაციისთვის მიმართეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს და წარმოადგინეთ:
1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დასაქორწინებელ პირთა);
2) ქორწინების მოწმე პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მინიმუმ ორი მოწმე);
3) წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი საბუთი (მანამდე ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში);
მომსახურების მიღება უფასოა.
მომსახურების გაწევა ხდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. საკონსულოში ვიზიტის ასაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.