Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

ქორწინების რეგისტრაცია

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინება - ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

საკონსულოში ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შორის.

მოწმეები შეიძლება იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ქორწინების რეგისტრაციისთვის მიმართეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს და წარმოადგინეთ:

1)       პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დასაქორწინებელ პირთა);

2)       ქორწინების მოწმე პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მინიმუმ ორი მოწმე);

3)       წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი საბუთი (მანამდე ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში);

მომსახურების მიღება უფასოა.

მომსახურების გაწევა ხდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. საკონსულოში ვიზიტის ასაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ;

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.