საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ვიზიტი ბერლინში
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ვიზიტი ბერლინში
2026 წლის 23 ივლისს, ბერლინში, ვილა ბორსიგში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება.
2026 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს პავილიონს ევროპული კინოს ბაზრობაზე გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალექსანდრე კარტოზია და კულტურის ატაშე დუდანა მაზმანიშვილი ეწვივნენ. ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად, ელჩს გააცნო ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს საქმიანობის შედეგები. ეროვნული კინოცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად წარადგენს საქართველოს ეროვნულ პავილიონს.
ბერლინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე რეჟისორ ნოდარ მარშანიშვილის ფილმმა „კარს მიღმა“, მერაბ ნინიძისა და ჯანო იზორიას მონაწილეობით, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო მოიპოვა. საელჩო ულოცავს ფილმის შემოქმედებით ჯგუფს.
2026 წლის 15 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირის გაფართოების მიმდინარე პროცესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები.
2026 წლის 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაბლო კირნოსთან. მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურების აუცილებლობას. დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობა; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არგენტინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გაეროს ფარგლებში საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიასა და ლათინური ამერიკის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.